Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
30-11-2012, 20:42
ნანახია: 1580

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი _ ზურაბ მიქაძე დაკავებულია!

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია თბლისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა – არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, დაკავებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით და 335-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით, გამოძიება გრძელდება.


შეგახსენებთ, რომ ბუტა(ამირან) რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ და მისმა ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ოჯახი ზურაბ ადეიშვილის, გურამ დონაძის, ქალაქის მაშინდელი პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის ირაკლი წერეთლისა და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ზურაბ მიქაძის დასჯას ითხოვდა.


მთავარი პროკურორის თქმით, დანაშაული გახსნილია და გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ქალაქის  მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და გამოძიებისთვის ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირები. 


"მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ მისივე დავალებით პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ამირან რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.