ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სხვადასხვა ქვეყნის სამართალდაცველებმა ნარკოტიკის დანაშაულზე იმსჯელეს

სხვადასხვა ქვეყნის სამართალდაცველებმა ნარკოტიკის დანაშაულზე იმსჯელეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, 29-30 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში  ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს ოფისის (UNODC) მიერ ორგანიზებული ექსპერტთა რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა UNODC F23 პროექტის ფარგლებში შედგა. მისი მიზანია, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გაცვლის სფეროში სამართალდამცავი უწყებების როლის გაძლიერება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და ავღანეთის  სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების, შემოსავლების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: