მექსიკაში არეულობის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა

მექსიკაში არეულობის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, 100-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ქალაქის მერიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.

 

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ენრიკე პენი ნიეტოს ინაუგურაციის გასაპროტესტებლად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყეს. 

 

დაშავებულთა შორის არიან როგორც აქციის მონაწილენი, ისე პოლიციელები. ხალხის მასის შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ დროისთვის 30-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული. აქციის დროს 92 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის 11 არასრულწლოვანია. 

 

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: