Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
2-12-2012, 16:11
ნანახია: 1003

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა. ხაშურის პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მცირე კომენტარი  გააკეთა. 

 

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ადამიანები ნდობას გამოხატავენ პოლიციის მიმართ და მდგომარეობა სტაბილურია. მთელი გუნდი შეკრულად და ეფექტურად მუშაობს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ეს არის სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ყოფილი მინისტრი და ასევე ყოფილი პრემიერი უბრალოდ ტყუის, როცა აცხადებს რომ ეს პასპორტი არ არსებობდა. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს სიმართლეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.