ისრაელის გეგმები და ბან კი-მუნის პროგნოზი

ისრაელის გეგმები და ბან კი-მუნის პროგნოზი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნის განაცხადა, რომ ისრაელის გეგმა - ათასობით საცხოვრებელი ააშენოს იმ მიწაზე, რომელსაც პალესტინელები მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიად მოიაზრებენ, ”თითქმის სასიკვდილო დარტყმაა” სამშვიდობო პროცესის პერსეპქტივისთვის. 

 

ამ ინფორმაციას რადიო “თავისუფლება“ ავრცელებს.

 

გაეროს განცხადებით, 3000 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენების თაობაზე ისრაელის გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ იერუსალიმს ”სრულიად მოწყვეტს” დასავლეთ ნაპირის დანარჩენ ნაწილს. ისრაელის განცხადება ახალი დასახლების მშენებლობის გეგმაზე  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სტატუსის აწევის შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ასამბლეის წევრთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ პალესტინა ”მეთვალყურე ერთეულიდან” ”არაწევრ სახელმწიფოდ” იქცეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: