რატომ დაითხოვა იანუკოვიჩმა მთავრობა?

რატომ დაითხოვა იანუკოვიჩმა მთავრობა?

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანოკოვიჩმა უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის  გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფოს  პრეზიდენტის ოფიციალურ საიტი ავრცელებს. 

 

მთავრობის გადადგომის შესახებ  გადაწყვეტილება მინისტრათა კაბინეტის თავმჯდომარემ ნიკოლაი აზაროვმა პარლამენტში გამარჯვების შემდეგ მიიღო.  

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერის გადადგომა მთლიანი მთავრობის შეცვლას გულისხმობს. თუმცა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი მუშაობას მანამდე განაგრძობს, სანამ მათ ახალი მთავრობა არ შეცვლის.

 

მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტი უმაღლეს რადას წარუდგენს.  პრემიერ-მინისტრის დასანიშნად კონსტიტუციური პარლამენტის წევრთა ხმების ნახევარზე მეტია საჭირო.

 

 „ამ ეტაპზე არ შემიძლია 100%-იანი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ახალი მთავრობის ფორმირება“,- აცხადებს იანუკოვიჩი.

 

მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ეროვნული ბანკის მეთაური, იანოკოვჩის ოჯახის წარმომადგენელი, სერგეი არბუზოვი მოიაზრება. ამ პოსტზე განიხილება ასევე  უკრაინის ნაციონალური თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: