ოქრუაშვილი ახალაიას „დაუახლოვდა“

ოქრუაშვილი ახალაიას „დაუახლოვდა“

,,გუშინ ე.წ. “მატროსოვის ციხეში” ბაჩო ახალაია, სასამართლოს შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილი გადაიყვანეს“. ეს განცხადება სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.


მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების შენობა იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ადამიანის იქ გადაყვანა ღირსების შემლახავი იქნებოდა, ამიტომ ოქრუაშვილის და ახალაიას გადაყვანა, შენობის რემონტის დასრულების შემდეგ მოხდა.


,,ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულნი არიან. ეს საკმაოდ დიდი შენობაა, ძალიან ბევრი ოთახები აქვს, ამიტომ მათ ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ, არც გასეირნების დროს მოუწევთ ერთად ყოფნა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.


სუბარის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი ეს პერიოდი ციხის გარეონტებას და იმ თანამშრომლების დოსიეების განხილვას მოანდომეს.


,,მოგეხსენებათ თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა ძველი პერიოდიდან მოდის და შესწავლილი უნდა ყოფილიყო ზოგიერთი მათგანის საქმე, რამდენად შეიძლებოდა მათი კონტაქტი ამ ადამიანებთან“, - განაცხადა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: