სამართალდამცავებმა კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს

სამართალდამცავებმა კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრები, 1998 წელს დაბადებული გიორგი შ. და 1996 წელს დაბადებული ანრი კ. დააკავეს. ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინსიტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა,  რომ 8 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე,  დაკავებულებმა  ბათუმის  სხვადასხვა რაიონში 21 ძვირადღირებული ავტომანქანა დააზიანეს და  გაქურდეს. როგორც გაირკვა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავტომანქანების საქარე მინებს „ატვიორტკითა"და ქვებით აზიანებდნენ და გაყიდვის მიზნით, სალონიდან ფულს ან  ნივთებს: ხელჩანთებს, მანქანის მაგნიტოფონებს, სხვადასხვა საბუთებს  იპარავდნენ.

სამართალდამცველებმა ანრი კ.-ს  სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით,  ერთ-ერთი დაზარალებულის მაჯის საათი ამოიღეს. გამოძიებას რამდენიმე სხვა ნივთმტკიცებაც გააჩნია.

ორივე დაკავებულმა  ჩადენილი დანაშაული აღიარა.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის (ქურდობა) III-ე ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით დაიწყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: