მედიის პრობლემებზე „მედიაკონფერენცია 2012“-ზე იმსჯელებენ

მედიის პრობლემებზე „მედიაკონფერენცია 2012“-ზე იმსჯელებენ

სასტუმრო ,,ქორთიართ მარიოტში“ თბილისი მედიაკონფერენცია 2012 მიმდინარეობს. კონფერენციას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებიან.


მედიაკონფერენციაზე მედიის ფინანსური მდგრადობისა და სარეკლამო შემოსავლების საკანონმდებლო ცვლილებების, სარეკლამო ბაზრის და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ისაუბრებენ.


მთავარ განსახილველ თემებს შორის ასევე ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელხისაწვდომობა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი პრობლემები და პროფესიული ეთიკა იქნება.


როგორც კონფერენციის დაწყების წინ ,,რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას სჭირდება მედიასთან დაკავშირებით იცოდეს, თუ რასთან აქვს საქმე.


მისი თქმით, კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ჟურნალისტური ეთიკის დარეგულირების საკითხი იქნება, რომელსაც დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს.
„მედიაკონფერენცია 2012“ ერთდღიანია და ის საღამოს 18:00 საათზე დაიხურება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: