რამდენი ნაბიჯია გადასადგმელი სრულყოფილ მართლმსაჯულებემდე?

რამდენი ნაბიჯია გადასადგმელი სრულყოფილ მართლმსაჯულებემდე?

"ამნისტიის დანიშნულება და მიზანი უსამართლო სასჯელაღსრულების სისტემის შედეგების აღმოფხვრაა. უსამართლო სასჯელაღსრულების სისტემა კი გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მტკიცებულებათა არარსებობას".


ეს განცხადება სასჯელარსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.


მისი განცხადებით, ადრე არსებობდა დარღვევები სასჯელაღსრულებაში, რის აღმოსაფხვრელად მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი.


"ამ ყველაფრის გამოსასწორებლად საჭიროა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. ეს არის: სასჯელის შეკრებითობის გაუქმება, ამნისტიის გამოცხადება და პირობით ვადამდე გათავისუფლების ეფექტური ამოქმედება", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: