საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დონეზე რეორგანიზაციას განახორციელებს.


ამ სიახლესთან დაკავშირებით დღეს, მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ბრიფინგი გამართა.


ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, ზოგად განათლებაში ყველაზე სტრატეგიულ პრიორიტეტად სამინისტრო  სკოლაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას მიიჩნევს. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სისტემაში ამოქმედდეს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება და   სწორედ  საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი იქნება ის რგოლი, რომელიც სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესს გაუწევს მონიტორინგს.


ზემოაღნიშნული პრიორიტეტის გათვალისწინებით,  გადაიხედება რესურს-ცენტრების დანიშნულება, გამოცხადდება კონკურსი და რესურს-ცენტერები   კონკურსის წესით  შერჩეული  კადრებით დაკომპლექტდება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსისთვის მზადების პერიოდში, საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას  განხორციელებული ქმედებების თაობაზე და იმ საჭიროებებზე, რაც ამ პერიოდში გამოიკვეთება. ვინაიდან პროცესი იქნება გამჭვირვალე,  სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მასში ყველა დაინტერესებული მხარე, კომპეტენტური სტრუქტურები და ორგანიზაციები  ჩაერთვებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: