დღეს საკრებულოებმა ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

დღეს  საკრებულოებმა ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" დავით ბელქანია გახდა.


წალენჯიხის საკრებულოს დღესვე უნდა დაეკმაყოფილებინა წალენჯიხის გამგებლის მამუკა ქარდავას განცხადება გადადგომის შესახებ. წალენჯიხის საკრებულოს ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავს.


ასევე   ახალი თავმჯდომარე ჰყავს  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად აირჩიეს. ახალი თავმჯდომარე მამაუკა ქარდავაა. ის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკიაც დაესწრო.


რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა ღურწკაიას, მას ჯერჯერობით, გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია. როგორც საკრებულოში ამტკიცებენ, გამგებლის საკითხს საკრებულო გადაწყვეტს. "არ იქნება არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნა. მთავარი, რაც გათვალისწინებული იქნება, მხოლოდ პროფესიონალიზმია", - აცხადებენ ხობის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: