რკინიგზის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ძველი პრობლემები კი ისევ დარჩა!

რკინიგზის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ძველი პრობლემები კი ისევ  დარჩა!

რკინიგზის თანამშრომლები დღეს კოლექტიურად შემუშავებული ხელშეკრულების პროექტს წარადგენენ და კიდევ ერთხელ ისაუბრებენ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ერთი თვის წინ მათ მიერ მოწყობილ გაფიცვაზე დაასახელეს. 

 

რკინიგზელების ფორუმი პროფკავშირების კულტურის ცენტრში  გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რკინიგზის თანამშრომლები ქვეყნის ყველა რეგიონიდან. ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ ბიჭიაშვილი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. ფორუმზე მიწვეულია ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, სს "საქართველოს რკინიგზაში" ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნა მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოლაპარაკებები განაახლონ და იმედოვნებენ, რომ პროცესი კონსტრუქციული და ნაყოფიერი იქნება.

 

რკინიგზის თანამშრომლები ნოემბერში რამდენჯერმე გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: