დღეს მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას გაიხსენებენ

დღეს მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას გაიხსენებენ

დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მუხრან მაჭავარიანის სემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებას  დეკანოზი პეტრე კვარაცხელია წარუძღვება.

 

საღამო  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

 

ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი 1929-2010 წლებში მოღვაწეობდა. იყო რუსთაველის პრემიის ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: