ხვალიდან აღარ მოგვისმენენ?!

ხვალიდან აღარ მოგვისმენენ?!

"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური გაუქმდება. 

 

ალასანიას განცხადებით, აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და საზოგადოებრივი კონტროლის სტრუქტურაში მოექცევა. 

"იმ გამოცდილებით, რაც გავიარეთ ყველა ჩვენგანმა რეპრესიის, თვალთვალის, მოსმენის კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ გაუქმდეს სატელეფონო მიყურადების სამსახური“, - აღნიშნა ალასანიამ. 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის  ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური ფუნქციონირებას ხვალ შეწყვეტს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: