Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
9-12-2012, 16:34
ნანახია: 901

ჯორჯ კლუნის ახალ ფილმში მეთ დეიმონი ითამაშებს?!

მეთ დეიმონმა შესაძლოა, ჯორჯ კლუნის ახალ ფილმ „ძეგლების მცველებში“ მიიღოს მონაწილეობა. 

 

ინფორმაციას საიტი The Wrap ავრცელებს. 

 

გავრცელებული ინფორმაციით,  კინოსურათში მონაწილეობას დენიელ კრეიგი, ბილ მიურეი, ჯონ გუდმანი, ქეით ბლანშეტი და ჯან დიუჟარდენი მიიღებენ.  ფილმში მთავარ როლს თავად რეჟისორი ჯორჯ კლუნი ითამაშებს. 

 

კინოსურათს  რობერტ ედსელას წიგნის „ძეგლების დამცველების“ მიხედვით გადაიღებენ.  წიგნი მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარ გმირებად მუზეუმის ამერიკელი და ბრიტანელი  თანამშრომლები გვევლინებიან. ისინი ცდილობენ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა განადგურებისგან დაიცვან. 

მეთ დეიმონის ბოლო ყველაზე ცნობილი ფილმია „ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი“. კინოსურათში   სკარლეტ იოჰანსონი და ელ ფანინგი მონაწილეობენ.