ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით კაკაბაძეს გირაო - 13 ათასი ლარი შეუფარდეს

დავით კაკაბაძეს გირაო - 13 ათასი ლარი შეუფარდეს

 

ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.  

 

პროკურატურა გეგმავს, თხოვნით მიმართოს სასამართლოს, რათა კაკაბაძეს  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება შეუწყდეს. 

 

აღნიშნულ პროცესს  მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და პარლამენტარი გიორიგი თევდორაძე ესწრებოდნენ. 

 

დავით კაკაბაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ ეს არის ზეწოლა ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. 

 

შეგახსენებთ, რომ ვანის საკრებულოს თავმჯდომარე სამართალდამცავებმა წინასაარჩევნო პერიოდში  მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: