Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
9-12-2012, 18:47
ნანახია: 894

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ჟუნალისტებს დააჯილდოვებს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ღონისძიება "ახალგაზრდები განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის" გაიმართება. ამ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

 

ღონისძიება სიმბოლურად ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს ემთხვევა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური 16-დღიანი აქციის დასკვინთ დღესთანაა დაკავშირებული.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის "ახალგაზრდები განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის" გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან.

 

მედიაკონკურსის ჟიურიმ ახალგაზრდების თემისადმი მიძღვნილი 9 გამარჯვებული ჟურნალისტური ნამუშევარი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მედიიდან გამოავლინა. ჟიურიმ შერჩევისას პრიორიტეტი მიანიჭა მასალებს, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდების უფლებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში, ახალგაზრდების უფლებებისა და პრობლემების მნიშვნელობის უკეთ გაშუქებას. შერჩევის კრიტერიუმი იყო პრობლემის აქტუალობა, წერისა და გადმოცემის მანერა, საზოგადოებრივი სარგებელი, ჟურნალისტური ეთიკური ნორმების დაცვა, ორიგინალურობა და სიახლე, შემოქმედებითი მიდგომა.