ფინანსთა სამინისტროს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეწვევიან

ფინანსთა სამინისტროს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეწვევიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ხვალ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 

 

სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც დაესწრებიან. 

 

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის წევრებისთვის გამართავს დოკუმენტის – "სახელმწიფო ხარჯების ანალიზი - ხარჯების მართვა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის" პრეზენტაციას.

 

ღონისძიება ფინანსთა სამინისტროში 13:00 საათზე დაიწყება. 15:00 საათზე კი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩეხეთის ელჩს, ივან იესტრჟაბს შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: