თსუ-ში ჯგუფ “ფრანის” კონცერტი გაიმართება

თსუ-ში ჯგუფ “ფრანის” კონცერტი გაიმართება

დიდი ხნის ლოდის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 11 დეკემბერს 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში  ყველასათვის საყვარელი ჯგუფის "ფრანის" კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა "ვიმღეროთ ისე, რომ გვითხრან კიდევ!"


კონცერტზე შესრულდება ჯგუფის როგორც ახალი, ასევე ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები.


კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოისმინოს საყვარელი ჯგუფის სიმღერები ცოცხალი შესრულებით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: