ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თემაზე  „ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ევროკავშირის სექტორული დახმარების პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტს წარმოადგენს და მისი ბიუჯეტი  2 მილიონ ევროს შეადგენს.

ტექნიკური დახმარების პროექტი  ორ კომპონენტს - პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებას და პროფესიულ განათლებაში ჩართული მხარეების შესაძლებლობების ამაღლებას მოიცავს.

ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები,  სოციალური პარტნიორები, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: