მძარცველები დააკავეს

მძარცველები დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის პოლიციის სამმართველოს დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა,  ძარცვის  ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ერეკლე  მ., 1989 წელს დაბადებული ვასილ  ე. და 1986 წელს დაბადებული თორნიკე ფ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულებმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები და-ძმა,  79 წლის დომნა და 82 წლის ნოე აბესაძეები გაძარცვეს. მათი საცხოვრებელი სახლიდან მძარცველებმა  600 ლარი წაიღეს. სამართალდამცავებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეები იმავე დღეს დააკავეს და ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ერეკლე  მ. დაზარალებული  ოჯახის უახლოესი ნათესავი იყო.  დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

სისხლის სამართლის საქმე  178-ე მუხლის მეორე   და მესამე ნაწილის ,, ა " და ,,გ"  ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც  5 დან 8 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: