ევროკავშირში ბაშარ ალ-ასადის გადადგომაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირში ბაშარ ალ-ასადის გადადგომაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა სირიის ოპოზიციური და რევოლუციური კოალიციური ძალების "ეფექტური სახით" მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, ამის შესახებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.

"ევროპული საბჭო უცხოეთის საქმეებზე მომუშავე ევროკავშირის საბჭოს ავალებს, მხარდაჭერის ყველა ვარიანტი განიხილოს და დაეხმაროს ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას", – აღნიშნა რომპეიმ.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ სირიის პრეზიდენტმა ხელისუფლება უნდა დატოვოს.

ორშაბათიდან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში პირველად გამართეს ერთობლივი სხდომა სირიის ოპოზიციის ხელმძღვანელ აჰმედ მუაზ ალ-ჰატიბთან ერთად, რომელიც სირიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელია. სხდომა დღეს დასრულდა.

სირიაში, გასული წლის მარტიდან დღემდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონფლიქტის შედეგად, 20-დან 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: