გრიგორი კარასინი: საქართველოს და რუსეთს შესაძლებლობა აქვთ გააჯანსაღონ ურთიერთობა

გრიგორი კარასინი:  საქართველოს და რუსეთს  შესაძლებლობა აქვთ გააჯანსაღონ ურთიერთობა

"ყველა სირთულის არსებობის შემთხვევაში, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაგროვდა, ამ ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობები მაინც არსებობს", –  განუცხადა "რია ნოვოსტის" კორესპონდენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.


მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს  შესაძლებლობა აქვთ, გააჯანსაღონ ურთიერთობა. ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს – ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიამიმოსვლას, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს.


"შეხვედრა საქმიანი და ინფორმაციული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხშია შესული, საჭიროა მათი გაჯანსაღება და ისეთი სახით წარმართვა, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია. სწორედ ამას ეძღვნებოდა ეს პირველი შეხვედრა", – აღნიშნა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამონახონ დრო და ადგილი ამ დიალოგის გასაგრძელებლად.


კარასინმა ასევე განაცხადა, რომ არის მცდელობა გამოინახოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ორივე ქვეყნის ინტერესებთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: