განათლების სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

განათლების სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა  გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა  გაიმართა.

შეხვედრა განათლების სფეროში ანალიზისა და პოლიტიკური კურსის განსაზღვრის, ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღების, სამინისტროების სტრუქტურებს შორის სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისა და ამ მიმართულებით შრომითი ბაზრის მოთხოვნილებების კვლევის საკითხებს მიეძღვნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე უძღვებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე უცხოელი პარტნიორები - ბარბარა რეიდერი, მაიკლ სტაინერი და სტატისტიკოსები მონაწილეობდნენ, რომლებიც  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მუშაობენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ  ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს დასაქმების სამინისტროების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: