ხვალ "ქორთიარდ მარიოტში" NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს

ხვალ "ქორთიარდ მარიოტში" NDI  პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს

NDI  ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს.  კვლევის შედეგების პრეზენტაცია სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. პრეზენტაცია   მედია საშუალებებისთვის დახურული იქნება.

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც რეიტინგები შედგა, მიმდინარე წლის ნოემბერიში ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 1 947 ადამიანი გამოიკითხა.

 

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: