საფრანგეთი საკუთარ ჯარისკაცებს უფრთხილდება, საქართველო კი ...

საფრანგეთი საკუთარ ჯარისკაცებს უფრთხილდება, საქართველო კი ...

საფრანგეთმა ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტი გამოიყვანა. ქაბული დღეს ბელფორის ნაწილის ჯარისკაცებმა დატოვეს.

 

უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ავღანეთის სამხედრო ბაზებზე საფრანგეთის სამხედრო ნაწილის მხოლოდ ტექნიკური პერსონალი დარჩა. 

 

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური პერსონალი ავღანეთს 6 თვეში დატოვებს.

 

ავღანეთიდან ფრანგი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა არჩევნების შემდეგ მიიღო.  

 

ძალიან კარგია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეზე ზრუნავს. მიუხედავად საქართველოში ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მოსვლისა, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, რა ბედი ელით ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: