Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
20-12-2012, 12:47
ნანახია: 1584

Wall Street Journal: მაღალჩინოსნების დაკავება ექსცენტრიული მილიარდერის გამარჯვების შედეგია

დასავლური პრესა კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თან ძალიან ოპერატიულად.


გამოცემა Wall Street Journal-ი საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებად აფასებს, რომლის მიხედვითაც პრემირმა პირობა დადო, რომ მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეების სავარაუდო დანაშაულებებს გამოიძიებდა.


"ეს რეპრესიები მოჰყვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ექსცენტრიული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პოლიტიკური კოალიციის გამარჯვებას. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ივანიშვილმა პირობა დადო, გამოეძიებინა სააკაშვილის პროტეჟეების სავარაუდო დანაშაულები. რამდენიმე თანამდებობის პირი დაპატიმრებულია და მათ ბრალად  თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედებათ, უკანონო დაპატიმრებებზე ბრძანების გაცემა და პირადი ინფორმაციის ჰაკერული მეთოდებით მოპოვება. ოთხშაბათს, ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია და ოთხი ყოფილი თანამდებობის პირი დაკავებულ იქნენ და მათ ბრალი მილიონი დოლარის ოდენობის თანხის არალეგალურ გადარიცხვაში, მოქრთამვასა და დოკუმენტების გაყალბებაში ედებათ",-წერს გამოცემა.