ყულევის ტერმინალი პარალიზებულია

ყულევის ტერმინალი  პარალიზებულია

ყულევის ტერმინალის მუშაობა პარალიზებულია. დილიდან გაფიცულ თანამშრომლებს შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მუშაობას აგრძელებდნენ.

ამ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გაფიცულები ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, ხელფასების მომატებას და სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ დათხოვილი 7 თანამშრომლის აღდგენას ითხოვენ.

გაფიცულების განცხადებით, მათი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს წერილობით მიმართეს ადმინისტრაციას. 

ყულევის ტერმინალის თანამშრომლების განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია, თუმცა, თუ ტერმინალის ადმინისტრაცია მათთან თანამშრომლობას არ დათანხმდება, გაფიცვა გაგრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

გაფიცულებთან იმყოფება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, რომელიც მათ თანადგომას დაჰპირდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: