საია პარლამენტს მოუწოდებს, უფრო ნელა იმუშაოს

საია  პარლამენტს მოუწოდებს, უფრო ნელა იმუშაოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, საკანონმდებლო პროცესი რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით წარმართოს.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობის უმთავრეს ხარვეზს სწორედ მუშაობის სწრაფი ტემპი და პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა წარმოადგენდა, რაც ერთი მხრივ არღვევდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, ამცირებდა სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას. ცალკეულ შემთხვევებში კი, საერთოდ გამორიცხავდა ზემოაღნიშნულს.

საიას განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის გარანტიებს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მექანიზმია საკანონმდებლო პროცესის შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელებისა და პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის თვალსაზრისით.

"მათი დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგლამენტით მოცემული ვადები თავისთავად საკმაოდ მცირეა. რეგლამენტის თანახმად, "კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე ერთი დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: