არჩილ გამზარდია: „ნაციონალებმა“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი დაკარგეს

არჩილ გამზარდია: „ნაციონალებმა“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი დაკარგეს

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას აზრით, პრეზიდენტის გამოსვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი დაკარგა. მან ეს განცხადება „მაესტროსთან“ სუბრისას გააკეთა.


გამზარდია აღნიშნავს, რომ არასწორი სტრატეგიის გამო, „ქართული ოცნებისა“ და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის რეიტინგი საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად შემცირდა.  თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ამ მხრივ შეიცვალა. მისი აზრით, მხარდამჭერთა ცვლილებები კვლავ გაგრძელდება და პრეზიდენტისა და პრემიერის ე.წ. ომიც აქტიურ ფაზაში გადავა.


„ერთადერთი დადებითი, რაც ამ ყველაფრით ხდება ის არის, რომ ეს პოლიტიკური მხარეები ნამდვილად არ არიან პოლიტიკური ოპონენტები და რომ ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს ჯერჯერობით ოპოზიცია. ისინი არიან ერთმანეთის პოლიტიკური მტრები“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: