რატომ გაანთავისუფლეს სამსახურიდან პოლიციელები?

რატომ გაანთავისუფლეს სამსახურიდან პოლიციელები?

თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. 

 

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასარულა სამსახურეობრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე. ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. 

 

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას, რომელსაც შს სამინისტრო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ედავებოდა, ბოლო ოთხი თვის მანძილზე ნარკოტიკული საშუალება არ მიუღია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: