ამნისტიის შესახებ კანონი მიღებულია

ამნისტიის შესახებ კანონი მიღებულია

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი 80 ხმით მიიღო. მიუხედავად უმრავლესობის წევრებს შორის რიგ მუხლებთან დაკავშირებული არსებული აზრთა სხვადასხვაობისა,
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროეტი მაინც მიიღო.


კანონი ასეთი ფორმულირებით დამტკიცდა: "ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: