მაკოლეი კალკინმა თვითმკვლელობა სცადა

მაკოლეი კალკინმა თვითმკვლელობა სცადა

საყოველთაოდ ცნობილი  საშობაო ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელმა მაკოლეი კალკინმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ცნობილია, ფილმის "მარტო სახლში" ვარსკვლავი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. მსახიობთან დაახლოებული პირის განცხადებით, მაკოლეიმ  ნარკოტიკის ზედმეტი დოზა თვითმკვლელობის მიზნით მიიღო. 

 

"საქმე ისაა, რომ მისი ცხოვრება ჩიხში მოექცა, მისი კარიერა – სანაგვეში, და რაც მთავარია, ის ვერ ივიწყებს მილა კუნისს, რომელმაც მსახიობი ნარკოტიკების მოხმარების გამო მიატოვა", - ამბობს მაკოლეის მეგობარი. 

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კალკინი 8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მილა კუნისს დაშორდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: