მაიკლ ჯექსონის ხელთათმანში ინკოგნიტომ 200 000 დოლარი გადაიხადა

მაიკლ ჯექსონის ხელთათმანში ინკოგნიტომ 200 000 დოლარი გადაიხადა

პოპვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის შავი ხელთათმანი აუქციონზე 200 000 დოლარად გაიყიდა. 

 

ჯექსონის სავიზიტო ბარათი - შავი ხელთათმანი Swarovski-ს კრისტალებითაა შემკული. 

 

ეს ხელთათმანი მომღერლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკალურ არტეფაქტს წარმოადგენს. პოპის მეფე 1984 წელს American Music Awards-ს სწორედ ამ ხელთათმანით დაესწრო. მაშინ ჯექსონმა ალბომისთვის - Thriller ჯილდო მოიპოვა. 

 

ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ ერთი ხელთათმანი "ორზე მაგარია" და იგი მართალი იყო - ეს აქსესუარი მაიკლის ერთ-ერთი მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.

 

აუქციონის სახლ Nate D. Sanders-ში განაცხადეს, რომ ლოტმა რეკორდი დაამყარა და ჯექსონის ყველაზე ძვირაღირებულ აქსესუარად იქცა მათ შორის, რაც აქამდე აუქციონზე გაყიდულა.

 

პიროვნება, რომელმაც პოპვარსკვლავის ცალ ხელთათმანში რეკორდული თანხა გადაიხადა,  უცნობია. ეჭვსგარეშეა, რომ ის მომღერლის შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემელია. 

 

2 წლის წინათ, ლას-ვეგასში, აუციონზე, ჯექსონის  თეთრი ხელთათმანი 192 000 დოლარად გაიყიდა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: