გიორგი ვაშაძე: ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ შენიშვნები და დავბრუნდეთ ხელისუფლებაში

გიორგი ვაშაძე: ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ შენიშვნები და დავბრუნდეთ ხელისუფლებაში

"ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე დღეს მოწვეულია უკრაინის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სპორტსმენი ვიტალი კლიჩკო.

კონფერენციის დასრულების შემდეგ კლიჩკოს პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 

"ნაციონალური მოძრაობის" კონფერენცია საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", 14:00 საათზე დაიწყო და სიტყვით უკვე გამოვიდნენ ყოფილი პრემირ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე.

 

"9 წელი ვშრომობდით, რათა მსოფლიოს რუკაზე ვყოფილიყავით არა როგორც კორუმპირებული, არამედ როგორც მოდერნიზებული ქვეყანა. 9 წლის მანძილზე ძალიან ბევრს გვაკრიტიკებდნენ. რა თქმა უნდა, როცა 9 წელი ერთი ძალა მართავს ქვეყანას, ბევრი კრიტიკის საშუალება ეძლევა საზოგადოებას, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ 9 წლის შემდეგ მსოფლიომ ჩვენს ქვეყანას სხვა თვალით შეხედა და "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა ის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ჩამოყალიბდა. 1 ოქტომბერს ჩვენ არჩევნები წავაგეთ და ეს თითოეული ჩვენგანისთვის შემზარავი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ არჩევნებზე ამომრჩეველმა გვითხრა, "ახლა სხვა ძალას ვირჩევთ, თქვენ კი გაითვალისწინეთ ჩვენი შენიშვნებიო". დიახ, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ შენიშვნები და დავბრუნდეთ ხელისუფლებაში, მაგრამ არა როგორც დაბოღმილი ძალა, არამედ ახალი იდეებით", - განაცხადა ვაშაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: