Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
23-12-2012, 15:50
ნანახია: 1300

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ძალა ერთობაშია!

"ჩვენი სადარბაზოები გაივსო ნახმარი შპრიცებით, საქართველოში ნარკოტიკები ისევ დიდი რაოდენობით შემოდის. ვანო ამბობდა, ყველაფერს ვუშველით, მაგრამ ნარკომანია როგორ დავამარცხოთო?! მაგრამ, სულ მალე ჩვენ ქვეყანაში ნარკომანია პრაქტიკულად დავამარცხეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მის თქმით, ახლა ქვეყნის სათავეში ისეთი ხალხი მოვიდა, ვინც თავის დროზე მთავარი ნარკობარიგები იყვნენ და, ამიტომაც, ქვეყანაში ნარკოტიკები დიდი რაოდენობით შემოდის.

 

"დიდი რაოდენობით რუსეთიდან შემოდის ნარკოტიკი "კრაკადილი", რომელსაც რომ გაიკეთებ, გგონია რომ წინ მიდიხარ და სინამდვილეში უკან იხევ. აშკარად, რუსეთიდან შემოტანილი ამ უბედურების ქვეშ იმყოფება საქართველოს პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ ეს სახეზეც ეტყობათ", - აცხადებს სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე.

 

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი პარტიის ერთიანობაზე გააკეთა და მისი თქმით, რადგან ოპონენტმა ვერ გატეხა მათი ერთობა, ახლა ცდილობენ სათითაოდ მოახდინონ პარტიის წევრებზე ზეწოლა.

 

"ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენი ძალა, ერთობაშია!" - აცხადებს სააკაშვილი.