Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
23-12-2012, 17:12
ნანახია: 1147

მიხეილ სააკაშვილმა რეზიდენციაში ვიტალი კლიჩკოს უმასპინძლა

დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის, პარტია "უდარ"-ის ლიდერი და მსოფლიოს ჩემპიონი კრივში ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. 

 

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი დემოკრატიულად გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო. 

 

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ არჩევნებით საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას სამართლიანობისა და დემოკრატიის კიდევ ერთი მაგალითი აჩვენა. როგორც „უდარ“-ის ლიდერმა აღნიშნა, მისი გუნდი სრულად იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ევროპულ მისწრაფებებსა და ფასეულობებს. 

"უდარ"-ის ლიდერმა ქვეყნის პირველ პირს დაბადების დღეც მიულოცა და მას სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. 

 

მოგვიანებით, ვიტალი კლიჩკო, საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კონფერენციასაც დაესწრო, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურ პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „უდარ“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.