Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
23-12-2012, 17:16
ნანახია: 3285

სტალინი - ფაშისტი თუ რუსული ცივილიზაციის ლიდერი?!

სიმფეროპოლის ცენტრში სტალინის დაბადებიდან 133-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაარბიეს. გამოფენას ორგანიზებას რუსული მოძრაობა „დროის არსი“ უწევდა. აღნიშნულ ინფორმაციას cit.ua ავრცელებს. 

 

გამოფენაზე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის 150-მდე ფოტო იყო წარმოდგენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფმა გამოფენის ექსპონატები ძირს დაყარა და ფაშისტური სიმბოლო ე.წ. სვასტიკები დაახატა. დარბევის პროცესში ახალგაზრდები სკანდირებდნენ ფრაზას „სტალინი ფაშისტია“. ინციდენტი 2012 წლის 21 დეკემბერს მოხდა.

 

ორგანიზატორების  განცხადებით, ღონისძიების ჩატარებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - სტალინი რუსული ცივილიზაციის ისტორიის მნიშვნელოვან ლიდერად წარმოეჩინათ. ამ ფაქტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

 

ადილობრივმა პოლიციამ არანაირი დამსჯელი ზომები არ მიიღო აქციის დამრბევთა წინააღმდეგ, პირიქით, ისინი მშვიდად ადევნებდნენ თვალყურს მომხდარ ფაქტს.

საპასუხო რეაქცია დარბევას არც ორგანიზატორების მხრიდან მოჰყოლია. „ღონისძიებას მხოლოდ საგანმანათლებლო-ისტორიული  მიზანი აქვს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ როგორც სტალინის გაიდეალების, ასევე მის მიმართ ცილისმწამებლური დამოკიდებულების“, - აცხადებენ ორგანიზატორები.