გადადებული ავიარეისები დღეს შესრულდა

გადადებული ავიარეისები დღეს შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო, გვიან ღამით გადადებული ავიარეისები დღეს დილით შესრულდა.

წუხელ თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისის შესრულება ვერ შეძლო, რომლის მიზეზიც ძლიერი ნისლი იყო.

თბილისისკენ მომავალი თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის გამო ერევანში დაეშვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ასევე, ვერ მიიღო თელავივი-თბილისის ავიარეისი. სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის რეისი კი, საერთოდ გაუქმდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: