ბიძინა ივანიშვილი: გვარამია სააკაშვილის სისტემის მსხვერპლია!

ბიძინა ივანიშვილი: გვარამია სააკაშვილის სისტემის მსხვერპლია!

ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკა გვარამიას დაჭერის ფაქტსაც გამოეხმაურა.


მისი განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ძალიან აგრესიულად იქცევა და საზოგადოებას არ ერიდება.  „ კავკასიური ცარცის წრე გამახსენდა... მე ვუფრთხილდები იმ ბავშვს, ესენი კი მზად არიან გაგლიჯონ ეს ბავშვი - ჩვენი ქვეყანა, ქართველი საზოგადოება“, - აცხადებს ივანიშვილი.


პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანობის განცდა უნდა აღდგეს. მისივე თქმით, დემოკრატია სწორედ ისაა, რომ სასამართლომ განიხილოს ყველა საქმე და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი. „მე სურვილიც რომ მქონდეს, როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას, მივიდე და ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ დაწერონ? მთავარ პროკურორს ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ განიხილონ თუ რით შევაჩერო ეს პროცესი“, - ამბობს ივანიშვილი.


პრემიერი პრეზიდენტს მოუწოდებს, როდესაც გვარამიაზე, როგორც  თავისუფალი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავებაზე საუბრობს, გაიხსენოს, რომ მანამდე გვარამია დიდხანს იყო მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორის მოადგილე და განათლების მინისტრი. მისი თქმით, გვარამია და არა ერთი თანამდებობის პირი სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი არიან. „როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, თანხები, რაზეც გვარამიას და სხვებს ედავებიან, საარჩევნოდ დახარჯეს. წესიერი და უფრო ნიჭიერი კაცი გამოვიდოდა სისტემიდან და არ მოემსახურებოდა სააკაშვილს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: