ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოები მოინახულა

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოსა და დედაქალაქის 5 სხვადასხვა რაიონის პოლიციის სამმართველოს ეწვია.

ამ ინფორმაციას შსს-ს პრესცენტრი ავრცეკებს.

ღარიბაშვილმა, შსს -ს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი მოინახულა და მათ პატივი მიაგო.

მინისტრი შინაგან საქმეთა გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის სამმართველოებშიც იმყოფებოდა. ის  პირადად გაეცნო  იქ მომუშავე პოლიციელებს.

ძალოვანი უწყების მინისტრმა თბილისის პოლიციის თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: