„ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე აღარ იქნება?!

„ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე აღარ იქნება?!

"ჩემს მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად ვახტანგ ხმალაძის დასახელება ნაადრევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს". ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, შეიცვალოს. „საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე დავასახელე, თუმცა სხვა კანდიდატის დასახლების უფლებას ვიტოვებ. ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა აკმაყოფილებს ყველა საჭირო კრიტერიუმს, თუმცა ამ ეტაპზე საპრზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის დასახელება ნაადრევია. მე მისი კანდიდატურა დავასახელე მაშინ, როდესაც არ იყო საჭირო,“- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: