ცენტრალური მთავრობა აჭარას ციტრუსის რეალიზაციაში დაეხმარება

ცენტრალური მთავრობა აჭარას ციტრუსის რეალიზაციაში დაეხმარება

უკვე დიდი ხანია აჭარის რეგიონში ციტრუსისა და სხვა საექსპერტო პრდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.


ამასთან დაკავშირებით, დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, და მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემაც ისაუბრა.


მისი თქმით, საექსპორტო პროდუქციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, აჭარის მთავრობას დახმარების სახით სათანადო დაფინანსება გამოეყოფა. მსგავსი ფორმით მთავრობა გურიასაც დაეხმარება.


"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საექსპორტო პროდუქციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო,  როგორც მოგეხსენებათ, მთავარი ბაზარი დაკეტილია, აჭარის მთავრობას გამოეყოფა დაფინანსება, რათა ფერმერებს დახმარება აღმოუჩინოს. რაც შეეხება მექანიზმს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის გადანაწილება, ამას აჭარის შემთხვევაში თავად ადგილობრივი მთავრობა გადაწყვეტს", - განაცხადა კირვალიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: