სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში,  ნარკოდანაშაულისთვის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ჯაბა ს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთიდან კონტრაბანდული გზით 15 „ბაში“ „ჰეროინის“ შემოტანა სცადა. 

„ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი კონტრაბანდული ნივთიერების მთლიანი წონა 2,59 გრამია. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა“, - ნათავამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯაბა ს.-ს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის ბათუმის სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: