ლალი აფციაური: მადლობლები იყვნენ "ნაციონალები" ერთიანად რომ არ მიაბრძანეს იქ, სადაც საჭიროა!

ლალი აფციაური: მადლობლები იყვნენ "ნაციონალები" ერთიანად რომ არ მიაბრძანეს იქ, სადაც საჭიროა!

"ნაციონალებს" დაავიწყდათ თავიანთი წარსული და ჰგონიათ, ხალხსაც დაავიწყდა ის დაჭერები სერიალებად რომ ვუყურებდით ყოველდღე. 9 წელია ვუყურებთ მათ შევარდნებს, დაპატიმრებებს, ქონების წართმევებს", _ აცხადებს გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი ლალი აფციაური.


მის თქმით, წინა მთავრობას არ აქვს უფლება, რომ ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულოს. ისინი 9 წლის მანძილზე პოლიტიკურ დევნაზე უარესს აკეთებდნენ. "მათი საქციელი იყო კრიმინალი", _ მიაჩნია ადვოკატს.


"ნაციონალები" მადლობას უნდა აბობდნენ, რომ ყველას ერთად არ მოჰკიდეს ხელი და არ მიაბრძანეს იქ, სადაც მათი ადგილია. ალბათ ამის დროც მოვა, რადგან კონკრეტულ დანაშაულებებზეა ლაპარაკი. მათ ახლა ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი: უცხოელებისთვის გამიზნული პიარგანცხადებები აკეთონ, რომელიც უფრო თავის შეცოდება იქნება _ ნახეთ, როგორ გვდევნიანო", _ აცხადებს ლალი აფციაური.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: