მანდატურებს ახალი ფორმა აქვთ

მანდატურებს ახალი ფორმა აქვთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.


20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ცნობილი დიზაინერებით, მხატვრებითა და სხვა ცნობილი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული,  28 ნოემბერს გამოავლინა.


გამარჯვებულებს საჩუქრად ელექტრონული წიგნები (ქინდლი) გადაეცათ, ხოლო მათი ესკიზების საფუძველზე, პროფესიონალი დიზაინერები მანდატურის ახალ უნიფორმას შექმნიან.


შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს მანდატურის სამსახურმა  წამახალისებელი კონკურსი  მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნასთან დაკავშირებით 12 ნოემრიდან გამოაცხადა.


კონკურსის პირობის თანახმად, მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს შეეძლო. მანდატურის სამსახურში სულ 1000-მდე  განაცხადი შევიდა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებიდან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: