პროკურატურას საქმეების გამოსაძიებლად თანამშრომლები არ ჰყოფნის

პროკურატურას საქმეების გამოსაძიებლად თანამშრომლები არ ჰყოფნის

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ დროისთვის 7 ათასამდე საჩივრის განცხადებაა შესული, ქვეყანაში კი სულ 393 პროკურორი და 72 გამომძიებელია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად კარგი მენეჯმენტისა, რესურსი მაინც არასაკმარისია.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ, კერძოდ, 26 ოქტომბრიდან უწყებაში 145 ახალი მუშაკი დაინიშნა, რომელთაგანაც 98 პროკურორი, 29 გამომძიებელი, 18 კი სხვადასხვა თანამდებობის პირია.

"პროკურორებიდან და გამომძიებლებიდან 44 არის ადვოკატი. გარდა ამისა, შეიცვალა ყველა ხელმძღვანელი რგოლი. რაც შეეხება განთავისუფლებულ თანამშრომლებს, პროკურატურის უწყება სულ 46-მა ადამიანმა დატოვა. საქართველოში გვყავს 393 პროკურორი და 72 გამომძიებელი, თუმცა რაც არ უნდა კარგი მენეჯმენტი იყოს, საქმეების სწრაფად გამოძიებისთვის რესურსი მაინც არასაკმარისია", - აღნიშნა კბილაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: