Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
25-12-2012, 18:09
ნანახია: 744

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე გახდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებმა ამ თანამდებობაზე ყოველთვიურ ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძე აირჩიეს.

ელგუჯა ბერიშვილი, ვინც სსჟა-ს ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გორგოძეს სამი კონკურენტი პაატა ნაცვლიშვილი, ოთარ გიორგაძე და დავით თავართქილაძე ჰყავდა.

„ჩვენ უამრავი გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარებით ყველას განვახორციელებთ. ჩემი სურვილია, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთ დიდ ოჯახად ვიქცეთ" - განაცხადა გია გორგოძემ.

რაც შეეხემა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს, ეს თანამდებობები შესაბამისად, ბიძინა ბარათაშვილმა და ილია ბაბუნაშვილმა დაიკავეს.