ვინ უხელმძღვანელებს საზოგადოებრივ მაუწყებელს?

ვინ უხელმძღვანელებს საზოგადოებრივ მაუწყებელს?

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.


სამეურვეო საბჭომ კანდიდატებზე გუშინ იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას 18:00 საათზე გაახმოვანებს.


საბჭოს წევრებს გენერალური დირექტორის არჩევა მეორე ტურში გასული 5 კანდიდატს  ნათია აბრამიას, გიორგი ბარათაშვილის, თინათინ რუხაძის, ნიკოლოზ მახარაშვილის და მეგი თავდუმაძეს შორის მოუწევს.


კანდიდატებმა მეორე ტურში გასვლის შემდეგ 24 დეკემბერს ტელედებატებშიც მიიღეს მონაწილეობა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ   გახდა, როდესაც გია ჭანტურია საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
მისი ადგილის დასაკავებლად, პირველ ეტაპზე, 143 კონკურსანტი იბრძოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: